16 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს დახურულ კარს მიღმა ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმში ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდება. მანამდე მან  შეხვედრა გამართა პრეზიდენტთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

შეხვედრები ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობს, რომელსაც უკრაინის და მოლდოვას პრეზიდენტებიც უნდა დაესწრონ.

„ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ - ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელზეც ახალი ტრანს-ატლანტიკური დღის წესრიგი და მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილება.

დღის ამბები