"ატლანტის ოკეანის იქით, შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. პრეზიდენტმა ბაიდენმა კვლავ დაამყარა კავშირი ევროკავშირში თავის კოლეგებთან და პრეზიდენტ პუტინსაც შეხვდა შეერთებული შტატების გლობალური ჩართულობის განახლებულ ფორმატში," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კარგად იცნობს საქართველოს და ეს დიდი უპირატესობაა ქვეყნებს შორის ურთიერთობების კონტექსტში.
"მე არაერთხელ შევხვედრივარ პრეზიდენტ ბაიდენს. ის იცნობს საქართველოს და ამ რეგიონს. ეს დიდი უპირატესობაა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების კონტექსტში და, თავის მხრივ, პოზიტიური მოვლენაა მთელი რეგიონისთვის," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.