16 ნოემბერი 2024,   23:02
ვრცლად
ვამბობდით, რომ რადიკალურ ოპოზიციას მოუწევდა ამ შეთანხმების ხელმოწერა, დღეს ძალიან მკაცრია მათ მიმართ გზავნილი - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწევს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს, რადგან მათ მიმართ ევროკავშირის გზავნილი საკმაოდ მკაცრი იყო.

მისივე თქმით, არათანმიმდევრულობა "ნაციონალური მოძრაობის" სისუსტის გამოვლინებაა. 

"შარლ მიშელი ჩამოსულია ძალიან მკაცრი გზავნილებით რადიკალური ოპოზიციის მიმართ, რაც საჯაროდაც  გახდა  ცნობილივამბობდით, რომ რადიკალურ ოპოზიციას მოუწევდა ამ შეთანხმების ხელმოწერა და დღეს ეს უკვე თვალსაჩინოა - ძალიან მკაცრია მათ მიმართ გზავნილი. მათ მოუწევთ გადათქვან ის, რასაც ამბობდნენ თვეების განმავლობაშია. რა თქმა უნდა, მათი არათანამიმდევრულობა არის მათი სისუსტის ნიშანი და გამოვლინება,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას, ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა პარტნიორს მიაწვდიან დამატებით ინფორმაციას.
„რაც წერია დოკუმენტის ტექსტში, ის შეთანხმდა ზეპირადაც და ყველაფერი არის ძალიან მკაფიოდ გაწერილი შარლ მიშელის დოკუმენტში, აქედან გამომდინარე "ქართული ოცნება" ასრულებდა თითოეულ პუნქტს, როდესაც იღებდა გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით.

ყველაფერი დღესავით ნათელია: ჩვენ გვქონდა ზეპირი მოლაპარაკებები, ეს ყველაფერი აისახა კონკრეტულ ტექსტში და ჩვენ მივყვებით ამ ტექსტს, როდესაც ვასრულებთ მიშელის დოკუმენტს. ჩვენ დავეთანხმეთ შარლ მიშელს, ოპოზიცია არ ჩაერთო გასაუბრებებში, რომლებიც წარიმართა მოსამართლეებთან. რომ ყოფილიყო ოპოზიციის ჩართულობა ამ გასაუბრებებში, პროცესი იქნებოდა ბევრად უფრო ინკლუზიური, აქედან გამომდინარე ეს წუხილი, რომელიც გამოითქვა, არის აბსოლუტურად რელევანტური,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები