16 ნოემბერი 2024,   22:59
ვრცლად
რა პირობა მიიღო საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ შარლ მიშელისგან - "ასოცირებული ტრიოს" გზა და პერსპექტივა ევროკავშირისკენ

საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გზავნილები დღეს მხოლოდ შიდა პოლიტიკას არ შეხებია - "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" - ბათუმში ამ სახელწოდებით გამართულ კონფერენციაზე, სადაც 3 ქვეყნის: საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას პრეზიდენტებმა ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს, შარლ მიშელმა სიტყვით მიმართა.  

განხილვის მთავარი თემა სამი ასოცირებული პარტნიორის თანამშრომლობა და ევროპისკენ მიმავალი გზა იყო. სამი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, საერთო გამოწვევებით, მსგავსი ისტორიული დაბრკოლებებით და საერთო მიზნით, გახდეს ევროპის ნაწილი.

დღეს ასოცირებულ ტრიოს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ ევროკავშირი მათ გვერდით დგას.

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო პირობა, რომ ეს მომავალშიც ასე იქნება და რეგიონის მტკიცე მხარდაჭერა გაგრძელდება, თუმცა ქვეყნების პირველ პირებს ისიც შეახსენეს, რომ უნდა გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და შესრულდეს ნაკისრი ვალდებულებები.

დღის ამბები