03 ოქტომბერი 2024,   19:32
ვრცლად
ძლიერი წვიმა გურიაში

დასავლეთ საქართველოში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად გურიაც დაზარალდა. რეგიონში დილიდან გადაუღებლად წვიმს. „კურიერის“ ჟურნალისტის ლადო მენაბდის ცნობით, ოზურგეთისა და სოფელ შემოქმედის დამაკავშირებელი სავატომობილო მაგისტრალი მთლიანად გამოსულია მწყობრიდან. ასევე დაზიანებულია წყალსადენის მთავარი მაგისტრალიც.

ძლიერი წვიმის გამო ვერ ხერხდება ვერც სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება და ვერც მიყენებული ზარალის აღწერითი სამუშაოების ჩატარება.

ამ წუთებში სოფელ შემოქმედისაკენ ჩაქვიდან სამთავრობო დელეგაცია მიემართება. დელეგაციის შემადგენლობაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროსა და კრიზიზის მართვის საბჭოს წარმომადგენლები არიან. ისინი გეგმავენ ადგილზე შეისწავლონ სიტუაცია და სამოქმედო გეგმა შეიმუშაონ. 

უკვე რამდენიმე დღეა დასავლეთ საქართველოში წვიმიანი ამინდები გრძელდება. ძლიერი წვიმისა და მეწყერის გამო დაზარალდა აჭარის რეგიონი. ზოგიერთი მოქალაქე სახლ-კარის გარეშე დარჩა, პრობლემები შეიქმნა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდებაზე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები