"ლელოს ლიდერი", მამუკა ხაზარაძე ოპოზიციას ჩრდილოვანი კაბინეტის ჩამოყალიბებას სთავაზობს, თუმცა საკუთარ პირობებს აყენებს. ხაზარაძეს არ სურს, კოალიციურ მთავრობაში ძალოვანი მინისტრები ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიიდან იყვნენ.
"ნაციონალური მოძრაობისთვის" "ლელოს" ლიდერის მიმართვის ფორმა გაუგებარია, თუმცა კონსულტაციებისთვის მზად არიან.
ძალოვანი მინისტრების პოსტზე არა, მაგრამ საკუთარი ლიდერის პრემიერობის კანდიდატად ხილვა სურთ "სტრატეგია აღმაშენებელში".
პარტია "მოქალაქეებისთვის" კი "ლელოს" შეთავაზების ფორმაც გაუგებარია და კოალიციაში "ნაციონალური მოძრაობის ყოფნაც".