16 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
"აქცენტების გადატანას ჯობია იმ ადამიანების დასჯა მოითხოვოს, ვინც ეს დროშა ჩამოხია, და დაწვა" - ოპოზიციის ნაწილისთვის კუჭავას ინიციატივა გაუგებარია 

პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივის კანონპროექტად ჩამოყალიბებაზე მუშაობა "ქართულმა ოცნებამ" უკვე დაიწყო - საუბარი ევროკავშირის ან რომელიმე უცხო ქვეყნის დროშის ჩამოხევაზე სანქციების დაწესებას ეხება.

კახა კუჭავამ ინიციატივა უკვე გააცნო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა ოპოზიცის ნაწილისთვის მიუღებელი და გაუგებარია. პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი ფიქრობს, რომ ამ პროცესით მმართველი გუნდი 5-6 ივლისის მოვლენებიდან აქცენტების სხვაგან გადატანას ცდილობს. 

" გაუგებარია ახლა ამ ინიციატივის დაყენება. ამ ინიციატივის დაყენებას ჯობია პარლამენტის თავმჯდომარე ითხოვდეს იმ ადამიანების დასჯას ვინც ეს დროშა ჩამოხია და დაწვა და ვინც თბილისის ქუჩებში დასდევდა ჩვენს მოქალაქეებს," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ინიციატივა არ მოწონს არც "გირჩს", პარტიაში თვლიან, რომ დროშის ჩამოხევაზე ადამიანების დაჭერა, თუნდაც ერთი დღით, მიუღებელია.

ცვლილებების შეტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იგეგმება და ათას ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი, შესაძლოა, პირს პატიმრობაც შეეფარდოს. 

დღის ამბები