პარლამენტი პარტიების დაფინანსების საკითხს უბრუნდება. საუბარია დაახლოებით ერთი თვის წინ მიღებულ კანონში ცვლილებებზე.
"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ საკითხის საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების მიზეზი "გირჩისა" და "მოქალაქეებისთვის" დაფინანსების მიცემის შანსია.
ხმაურიანი და სადავო კანონპროექტი დეპუტატებმა ივნისში დაამტკიცეს და ის პარტიისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტა/შეჩერებას ეხება იმ შემთხვევაში თუ ის არჩევნებში მიღებულ საპარლამენტო მანდატების ნახევარს მაინც არ იყენებს.