16 ნოემბერი 2024,   23:52
ვრცლად
ჯო ბაიდენმა სახდეპის მაღალი რანგის თანამდებობაზე საქართველოში ყოფილი ელჩის - ჯონ ბასის კანდიდატურა წარადგინა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის თანამდებობაზე ჯონ ბასის კანდიდატურა წარადგინა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. ბასი სახელმწიფო დეპარტამენტში პოზიციას, სავარაუდოდ, მენეჯმენტის მიმართულებით დაიკავებს.

ჯონ ბასი 2009-12 წლებში საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი იყო, მას შემდეგ დიპლომატი ელჩად თურქეთსა და ავღანეთში მუშაობდა. საერთო ჯამში ის უცხოეთში შეერთებული შტატების 7 მისიაში მსახურობდა და სახელმწიფო დეპარტამენტში მაღალი რანგის პოზიციები ეკავა.

დღის ამბები