16 ნოემბერი 2024,   23:55
ვრცლად
საერთაშორისო ორგანიზაცია "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი" 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

საერთაშორისო ორგანიზაცია "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი" 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და საქართველოს ხელისუფლებას ძალადობის ყველა შემთხვევის სწრაფად და გამჭვირვალედ გამოძიებისკენ მოუწოდებს.

საქართველოში მიმდინარე მოვლენები "ამერიკის ხმასთან" საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ტომ გიბსონმა შეაფასა

"მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს და იმუშაოს ამ კომპლექსურ საკითხზე. პირველ რიგში გამოძიება უნდა ჩაატაროს, მისი ღიაობა და კეთილსინდისიერება უნდა დაგვანახოს. ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ იმის გარანტია, რომ როდესაც ისინი მგრძნობიარე საკითხების გაშუქებაზე მუშაობენ მათი უსაფრთხოება დაცული იქნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე მთავრობებს ისეთი ნაბიჯის გადადგმა შეუძლიათ, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ არსებული საფრთხის ქსელს შეამცირებს. იქნება ეს ფიზიკური იურიდიული თუ ციფრული საფრთხეები. მთავრობამ ეს პოლიტიკურ პრიორიტეტად უნდა დაისახოს და მკაფიო მესიჯი უნდა გაგზავნოს. ეს მესიჯი კი პრესის თავისუფლების დაცვა უნდა იყოს,"- განაცხადა ტომ გიბსონმა.

დღის ამბები