ამ წუთებში პარლამენტში რიგგარეშე სხდომა იწყება. საკანონმდებლო ორგანო, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის არჩევას კიდევ ერთხელ შეეცდება.
"ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას ამ ფარსში, რომელიც გამართა "ქართულმა ოცნებამ". მესამე კენჭისყრით უმრავლესობა მაიუნც დაამტკიცებს დროებით მმართველს კალანდარიშვილს და ეს არის ზუსტად ის, რომ შეთანხმება ირღვევა 19 აპრილის, რომელსაც თვითონ ოაწერეს ხელი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ნდობა როიმ უნდა აღდგენილიყო, მათ შორის საარჩევნო პროცესისის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, ეს ნდობა ვერ აღდგება,"- პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.
პარლამენტის კიდევ ერთი წევრი ოპოზიციიდან თამარ კორძაია კი აცხადებს, რომ უმრავლესობა ცესკოს თავმჯდომარის არჩევას დღესაც ვერ შეძლებს, რადგან კანდიდატზე მხარეებს შორის კონსესუსი არ შემდგარა.
"ფაქტია, რომ კანონმდებლობაც და მიშელის შეთანხმებაც ერთ რამეს მოითხოვს კონსესუსს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს დღეს სათანადო ხმას, რადგან არცერთი მათგანი არ არის კონსესუსის საფუძველზე შერჩეული, მოლოდინი მაქვს, რომ დღეს ისინი 100 ხმას ვერ მიიღებენ,"- აცხადებს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია.
"ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ოპოზიციამ სუსტი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც არ ჩაერია კანდიდატის კონსესუსით შერჩევაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ცესკოს კანდიდატის მხარის არ დაჭერა, ოპოზიციის მხრიდან პასუხისმგებლობიდან გაქცევაა.