სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით როგორც პოზიტიურ ისე კრიტიკულ ასპექტებს მოიცავს, გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.
"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც ელიტურ კორუფციასა და დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობაზეა საუბარი, ეს პირდაპირი სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ამ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელება არ ღირს.
"ამიტომ, ყველაფერი დანარჩენი, რაც არ უნდა ეწეროს პოზიტიური, სამწუხაროდ, ამ ანგარიშში, ეს ყველაფერი იფარება ამით და ეს ნიშნავს გაზრდილ სიღარიბეს, უმუშევრობას და უპერსპექტივობას ჩვენი მოქალაქეებისთვის," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ქვეყანაში არსებულ რეალობას ზუსტად ასახავს.
"სასამართლოსადმი ნდობა არა მარტო ინვესტორებს, არამედ ქართულ საზოგადოებასაც არა აქვს და ის ნაბიჯების მოწოდებები, რომელიც გადაიდგმება სწორედ სასამართლო ხელისუფლებაში კლანის სისტემის აღმოფხვრის კუთხით „ქართული ოცნების“ მხრიდან არ სრულდება," - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.