ჟურნალისტების მორიგი პროტესტი პარლამენტში. რიგგარეშე სესიის მიმდინარეობისას სხდომათა დარბაზში მედიისთვის განკუთვნილი აივნიდან ისევ ბანერები გადმოკიდეს.
მედიის წარმომადგენლების მოთხოვნები უცვლელია - დაისაჯონ ძალადობის ორგანიზატორები და შემსრულებლები და აიღონ პასუხისმგებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებმა.