16 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
ტოკიოში 11 000 სპორტსმენი სხვადასხვა სინჯის მედლებისთვის იბრძოლებს - რამდენი სპორტსმენით არის წარმოდგენილი საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე

ზუსტად ერთ დღეში იაპონიის დედაქალაქში სტარტს ზაფხულის რიგით 32-ე ოლიმპიური თამაშები აიღებს. 11 000 სპორტსმენი 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებს, მათ შორის არიან ქართველი ოლიმპიელებიც. საქართველოს სახელს იაპონიაში 34 სპორტსმენი დაიცავს.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების მედროშეები ლაშა ტალახაძე და ნინო სალუქვაძე იქნებიან. გახსნის ცერემონიას 950 ჟურნალისტი და ოფიციალური პირი დაესწრება.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონია ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე 23 ივლისს თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება. 

1 ივლისიდან დღემდე ტოკიოში მდებარე ოლიმპიურ სოფელში ინფიცირების 91 შემთხვევა გამოვლინდება. შესაბამისად მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები, სწორედ მკაცრი რეგულაციების გამო სპორტულ აქტივობებს გულშემატკივარი არ დაესწრება.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები