16 ნოემბერი 2024,   23:57
ვრცლად
საკმარისი პოლიციელი ვერასოდეს იქნება, ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ ჟურნალისტები გამოეყვანათ - შს მინისტრი

იყო თუ არა საკმარისი პოლიცია მობილიზებული 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს - შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 3 500-მდე სამართალდამცველი იყო მობილიზებული და ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მედიის წარმომადგენლების დაცვას.

"ყველა ლოკაციაზე იყო პოლიცია განაწილებული. საკმარისი პოლიციელი ვერადროს იქნება, ყველა მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ჟურნალისტები გამოეყვანა იქიდან, ანუ ცხელი წერტილიდან. მთელი პოლიცია, რომელიც 6 საათისთვის უნდა ყოფილიყო რეზერვში, 12:00 ყველა - 3 500 კაცამდე იყო გაშლილი და განაწილებული ამ წერტილებში," - განაცხადა შს მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები