16 ნოემბერი 2024,   22:57
ვრცლად
შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით - ინიციატივა პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა

5-6 ივლისის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირებულია. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, აუცილებელია კომისიამ დაწვრილებით შეისწავლოს საქმის მასალები და აწარმოოს მონიტორინგი სახელმწიფოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გატარებულ ღონისძიებებზე, თუ რამდენად იყო მათი მხრიდან დაცული თითოეული მოქალაქის უფლება.

მათივე განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია გაირკვეს, მოხდა თუ არა მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებებით ძალადობრივი ჯგუფების წახალისება.

უმრავლესობა კი კვლავ პროვოკაციებზე საუბრობს და თვლის, რომ მსგავსი ინიციატივები ოპოზიციას მხოლოდ პოლიტიკური ფონის შესაქმნელად სჭირდება და რეალურად ოპონენტები არსებულ კომისიებშიც კი არ მონაწილეობენ.

საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება.

დღის ამბები