16 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
"ოპოზიციის ნაწილი ნაცმოძრაობის დიქტატიდან გამოსვლას ცდილობს, არა მგონია, ერთიან კანდიდატზე საკითხზე შეთანხმდნენ" - გია ვოლსკი

"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ოპოზიცია მერობის საერთო კანდიდატზე ვერ შეთანხმდება. მათივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, უმრავლესობის კანდიდატი კახა კალაძე უკონკურენტოა.

"ოპოზიციის გარკვეული სუბიექტები ცდილობენ, როგორმე გამოვიდნენ ნაცმოძრაობის დიქტატიდან და არა მგონია, რომ ერთიანი კანდიდატის საკითხზე მათ შორის შეთანხმება შედგეს. იმდენად მძლავრია ის პოზიცია, რომელიც აქვს კალაძეს, როგორც მერობის კანდიდატს, ვფიქრობ, გაუჭირდებათ კონსტრუქციული ბრძოლის რეჟიმში შემოსვლა,"-აცხადებს გია ვოლსკი.

მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ მათ კანდიდატს თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა აქვს, რაც მისი მხრიდან განხორციელებული საქმიანობის ლოგიკური შედეგია.

 

დღის ამბები