16 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
"მგონი ყველასთვის ცხადია, რომ 5 ივლისს ქართული სახელმწიფო, ძალოვანი უწყებები ვერ იდგნენ საკუთარ ადგილზე" - იაგო ხვიჩია 

შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებები 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ვახტანგ გომელაურმა "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა, ოპოზიციისთვის მომხდარის გამართლება არ არის. 

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ 5 ივლისს ძალოვანმა უწყებებმა საკუთარი მოვალეობის შესრულება ვერ შეძლეს და ეს მინისტრის არგუმენტებით ვერ მართლდება. 

"ყველაფერი დამაჯერებელი რომ იყოს და რომც დავიჯეროთ, ეს არ არის ახსნა და გამართლება ამ სიტუაციის, ხვალაც იგივე რომ მოხდეს, რითი ვართ დაზღვეული? შესაბამისად, მგონი ყველასთვის ცხადია, რომ 5 ივლისს ქართული სახელმწიფო, ძალოვანი უწყებები ვერ იდგნენ საკუთარ ადგილზე. ახლა გვაქვს პოსტ 5 ივლისის მოვლენები და იქნებ აქ მაინც გამოდგნენ და დამნაშავეები გარეთ არ დადიოდნენ თავისუფლად,"- აცხადებს იაგო ხვიჩია. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრ პაატა მანჯგალაძეს ეჭვი აქვს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა მიზანმიმართულად იყო ხელშეწყობილი. 

"ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს იყო მიზანმიმართულად ხელშეწყობილი, რომ თავისუფლად განხორციელებულიყო სპეცოპერაცია ჟურნალისტებზე, რადგან მათ არ მოსწონთ ის, რასაც თქვენ აკეთებთ,"- განუცხადა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს. 

დღის ამბები