16 ნოემბერი 2024,   22:57
ვრცლად
დარღვევები არ ყოფილა მით უმეტეს ისეთი, რომელიც გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე - გიორგი ვოლსკი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე 

2020 წლის არჩევნების შედეგების შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნა უკვე მოამზადა. დოკუმენტს ორშაბათს რიგგარეშე სხდომაზე წარადგენენ.

ოპოზიციაში საგამოძიებო კომისიას სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ დასკვნა სიმართლეს არ შეესაბამება. მათი ნაწილი დასკვნის განხილვაში არ აპირებს მონაწილეობას და აცხადებს, რომ შედეგი რასაც მმართველი გუნდი დებს მოსალოდნელი იყო და ქმედებები უკვე დაგვიანებულია. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის განცხადებით, საგამოძიებო კომისიამ დააგინა, რომ დარღვევები არჩევნებზე არ მომხდარა, მით უფრო ისეთი, რომელიც არჩევნებზე გავლენას მოახდენდა.

"ვიხილეთ გავეშებული შეტევა საარჩევნო ადმინისტრაციაზე, რომ შექმნილიყო ეს სურათი. დარღვევები არ ყოფილა მითუმეტეს ისეთი, რომელიც გავლენას მოახდენდა არჩევნებზე,"- აცხადებს ვოლსკი. 

დღის ამბები