პარტია "საქართველოსთვის" რეგიონებში ოფისების გახსნას განაგრძობს. გიორგი გახარიას პარტიამ ამჯერად ოფისი ქობულეთში გახსნა.
ყოფილი პრემიერის განცხადებით, რეგიონებში ვიზიტების შემდეგ სულ უფრო რწმუნდება, რომ გადადგომის შესახებ მისი გადაწყვეტილება მართებულია.
"ვიღაცებს ეგონათ, რომ ჩვენ სადღაც გავქრით, დავიკარგეთ, არა, მეგობრებო, არსად გაქრობას არ ვაპირებთ, აქტიურად გავაგრძელებთ რეგიონებში მუშაობას, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს არჩევნები არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები.
რეგიონებში სიარულის შემდგომ ვრწმუნდები, რომ გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ იყო სწორი. მომეცა შესაძლებლობა ხალხთან ახლო ურთიერთობის. მაინც, თანამდებობაზე რომ ხარ, როგორც ჩანს ადგილობრივი ხელისუფლება იმ გზებით გატარებს, რომელიც უნდა და ახლა თვითონ, google map-ით რომ დადიხარ, სულ დანგრეულ გზებზე გიწევს სიარული. ჩემს თავს ვაკრიტიკებ ახლა ამით და ამას მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,"-განაცხადა გახარიამ.