2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნას დღევანდელ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ. ოპოზიციის დიდი ნაწილი სესიაზე დასწრებასა და საკითხის განხილვას არ აპირებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, კომისია არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც აუცილებელი იყო სიმართლის დასადგენად.
"მიგვაჩნია, რომ ეს კომისია არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც აუცილებელი იყო იმ მძიმე დარღვევების და ლეგიტიმაციის ზღვარზე, როგორც სენატმა შეაფასა, ჩატარებული არჩევნების შემდეგ. აქ არ მონაწილეობს ოპოზიცია, შესაბამისად, ჩვენ ამ განხილვაში მონაწილეობას არ ვიღებთ,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.