ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პარლამენტში დღეს კიდევ ერთხელ, მესამედ უყარეს კენჭი, თუმცა კანდიდატები ვერც 90-ხმიანი კვორუმით აირჩიეს.
დღევანდელი კენჭისყრის შედგები ასეთია:
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურები:
გიორგი კალანდარიშვილი 81- მომხრე, 7 - წინააღმდეგი.
გიორგი სანტურიანი 3 - მომხრე, 8 - წინააღმდეგი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის პირველ ვაკანტურ პოსტზე ასარჩევი კანდიდატები:
გია ცაცაშვილი 77 - მომხრე, 7 - წინააღმდეგი;
ლელა ტარიული 17 - მომხრე, არცერთი წინააღმდეგი;
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრიბის მეორე ვაკანტურ პოსტზე ასარჩევი კანდიდატები:
თამარ სართანია 14 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
მაია ზარიძე 78 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
მომდევნო კვირას აღნიშნულ კანდიდატურებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრება კენჭი.