ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს კენჭს მომავალ კვირას კიდევ ერთხელ უყრიან. მესამე სექტორის წარმომადგენლები პროცესის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კანდიდატების მიმართ ნდობის არ ქონას ასახელებენ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი აცხადებს, რომ მთავარი ნდობის პრობლემა ისევ იარსებებს.
შეგახსენებთ, პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატების დამტკიცების წინა 3 მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან მათ მხარი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს.