16 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
პოლარიზაცია უნდა შემცირდეს, თქვენ ვერასოდეს გამართავთ ღირსეულ დიალოგს და ვერ ვიპოვოთ გამოსავალს, თუ მხოლოდ ემოციებით ვისაუბრებთ" - რიკ დემსი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დემსს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა რიკ დემსს საქართველოს დემოკრატიული რეფორმირების პროცესში მისი კონსტრუქციული ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. 

თავის მხრივ, რიკ დემსმა განაცხადა, რომ მთავარი საკითხი, რომელიც ევროსაბჭოს და საპარლამენტო ასამბლეას აინტერესებს, არის ის, რომ საქართველო უფრო და უფრო შორს წავიდეს ევროპული საზოგადოებისკენ მიმავალ გზაზე.

"ჩვენ გვქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, შევეხეთ უამრავ საკითხს, მთავარი საკითხი, რომელიც ევროსაბჭოს და საპარლამენტო ასამბლეას აინტერესებს, არის ის, რომ საქართველო დარჩეს და უფრო და უფრო შორს წავიდეს პანევროპული და ევროპული საზოგადოებისკენ მიმავალ გზაზე.

საქართველო ნამდვილად დიდ პროგრესს განიცდის, ეს ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ ეს ვიცით. ეს გზა არცერთ ქვეყანაში არ არის ადვილი და სირთულეებს ბევრი ქვეყანა განიცდის. ჩვენ გვაქვს რამდენიმე გამოსავალი. ჩვენ უნდა ვეცადოთ საქართველოში ემოციების დეესკალაციას. მე მაქვს განცდა, რომ ემოციები კლებულობს. ეს პოლარიზაცია უნდა შემცირდეს. თქვენ ვერასოდეს გამართავთ ღირსეულ დიალოგს და ვერ ვიპოვოთ გამოსავალს, თუ მხოლოდ ემოციებით ვისაუბრებთ.

ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ პრობლემის ნაწილად დარჩენის ნაცვლად, ვიყოთ გადაწყვეტილების ნაწილი. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ პროგრესს მივაღწევთ.

ცხადია, განვიხილეთ უამრავი საკითხი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, გვაქვს საქართველოს პრემიერის ინიციატივა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციის შესახებ, ტრიოს ფორმატი მოლდოვასთან და უკრაინასთან," - ამბობს რიკ დემსი

დღის ამბები