"ქართულ ოცნებაში" დღეს პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომები გაიმართება.
მმართველი პარტია ქვეყნის მასშტაბით წარსადგენ მერობის კანდიდატებზე იმსჯელებს. პარტიის წევრები ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში იკრიბებიან.
13:00 საათზე კი, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
ქვეყნის მასშტაბით, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატების წარდგენა კვირის ბოლოს იგეგმება.