16 ნოემბერი 2024,   22:57
ვრცლად
რიკ დემსი იუსტიციისა და შს მინისტრებს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს შეხვედრებზე

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან რიკ დემსთან, სხვა საკითხებთან ერთად, 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე გამოძიების შესახებაც ისაუბრა. 

შეხვედრაზე მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

რიკ დემსმა შეხვედრა გამართა რატი ბრეგაძესთანაც. იუსტიციის მინისტრისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეხვედრაზე, გარდა ევროინტეგრაციის პერსპექტივისა, მხარეებმა მოსაზრებები ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებზე გაცვალეს, როგორებიცაა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატია.  

დღის ამბები