16 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
"ოცნებას" ამის გაკეთების საშუალება მისცა ენმ-ის ძალიან უპასუხისმგებლო საქციელმა, რომელმაც არ მოაწერა ხელი დოკუმენტს - ლევან იოსელიანი

"მოქალაქეების" დეპუტატის, ლევან იოსელიანის შეფასებით, "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე პასუხისმგებლობა "ნაციონალურ მოძრაობაც" ეკისრება.

""ქართულმა ოცნებამ" ცალმხრივად თქვა ამაზე უარი, მაგრამ უნდა ვთქვა ისიც, რომ ამის გაკეთების საშუალება მას მისცა ძალიან უპასუხისმგებლო საქციელმა "ნაციონალური მოძრაობის", რომელმაც არ მოაწერა ხელი დოკუმენტს. 

უპასუხისმგებლო საქციელია იმ ოპოზიციურ პარტიებთან, ვინც ხელი მოაწერეს, განსაკუთრებით იმათ მიმართ, ვინც ამის გამო პარლამენტში შემოვიდნენ. ჩვენ ყველაზე ნაკლებად გვეხება ეს, იმიტომ რომ ჩვენ სულ სხვა შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი," - განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ხელშეკრულება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

დღის ამბები