16 ნოემბერი 2024,   23:04
ვრცლად
"ოცნებამ" ძალიან კარგად იცის, რომ 43%-ის აღების შესაძლებლობა არ აქვს და ამიტომ დეზავიურება მოახდინა საერთაშორისო შეთანხმების - თინა ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ძალიან კარგად იცის, რომ 43%-ის აღების შესაძლებლობა არ აქვს და ამიტომ მოახდინა 19 აპრილის შეთანხმების ანულირება.

"ქართულმა ოცნებამ" ძალიან კარგად იცის, რომ 43%-ის აღების შესაძლებლობა არ აქვს და ამიტომ დეზავიურება მოახდინა იმ საერთაშორისო შეთანხმების, რომელიც ავალდებულებდა მას, რომ 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში ჩაეტარებინა ვადამდელი არჩევნები. მაგრამ, რა დოკუმენტიდანაც არ უნდა გავიდეს "ქართული ოცნება", მოლოდინი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მათ მიმართ მაინც არსებობს და იარსებებს ნებისმიერ შეთხვევაში და შესაბამისად, ვადამდელი მაინც არის გარდაუვალი," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ხელშეკრულება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

დღის ამბები