16 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და ევროატლანტიკურ მომავალს - მესამე სექტორი შეთანხმების ანულირებაზე

მესამე სექტორის წარმომადგენლები მმართველის გუნდის მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას აფასებენ და ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და ევროატლანტიკურ მომავალს.

არასამთავრობოების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს აშკარა უარს, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსსა და დემოკრატიული რეფორმების გზით ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე. გარდა ამისა, მესამე სექტორში თვლიან, რომ ამით ეჭვქვეშ დადგება არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების საკითხიც.

"ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებას, "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი, ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს აშკარა უარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსსა და დემოკრატიული რეფორმების გზით ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე. ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და ევროატლანტიკურ მომავალს.

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება არის გზა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კრიზისისა და პოლარიზაციის გაღრმავებისაკენ და ემსახურება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს, რასაც "ქართული ოცნება" მზადაა, შესწიროს ქვეყნის კეთილდღეობა, დასავლური კურსი, დემოკრატიული განვითარება და მეგობრული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან,"- აღნიშნულია ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებაში. 

დღის ამბები