NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ "ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმაურება და "სამწუხაროს" უწოდებს.
""ქართული ოცნების" გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ძალიან სამწუხაროა. ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა იმ რეფორმებისთვის, რომელიც საქართველოს სარგებელს მოუტანს და დაეხმარება ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლაში. სწორედ ამიტომ შეიტანა საქართველომ შეთანხმების განხორციელება ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში, რაც დაეხმარება საქართველოს მოემზადოს ნატო-ში გასაწევრიანებლად.
ყველა პარტიამ, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დაუჭიროს მხარი რეფორმების იმპლემენტაციას, რაც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მიზნების მისაღწევად,“ - წერს ჯეიმს აპატურაი.