16 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
ისე გამოდის, თითქოს ენმ პარლამენტში იტანჯება და ეს ტანჯვა გუნდის დანარჩენმა წევრებმა ლიდერის გარეშე უნდა გააგრძელონ - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია გამოეხმაურა ნიკა მელიას დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს.

ხვიჩიასთვის გაუგებარია, რატომ მიიღო ენმ-ის ლიდერმა ახლა ეს გადაწყვეტილება.

"ვერც ერთ მიზეზს ვერ ვხვდები, რის გამო შეიძლებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს გუშინ არ ეთქვა უარი პარლამენტში ყოფნაზე და დღეს ეთქვა, რა შეიცვალა? ეს შარლ მიშელის დოკუმენტის გამო ხდება? მაშინ, რატომ არ არის ხელმოწერილი დოკუმენტი ამავე პარტიის მიერ? რაღაცნაირად ისე გამოდის, თითქოს ეს ხალხი აქ იტანჯება და ტანჯვა უნდა გააგრძელონ გუნდის დანარჩენმა წევრებმა, მაგრამ რაღაცნაირად ლიდერს სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს, იქ მოუწევს წასვლა და გუნდის წევრებმა ლიდერის გარეშე უნდა იტანჯონ," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, დავით ბაქრაძის შეფასებით, სწორია იმ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება, რომლებიც ბრძოლას პარლამენტში აგრძელებენ. ისიც იზიარებს ამ გადაწყვეტილებას.

დღის ამბები