ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს პოლიტიკური ვითარების შეცვლის იმედი აქვს და სწორედ ამიტომ იყო მისი ტონი გაცილებით თავშეკავებული "ქართული ოცნების" მხრიდან 19 ივნისის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შემდეგ.
როგორც სამადაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, დიპლომატიურ ენაზე ზეწოლა ყოველთვის რბილად იწყება და შემდგომ მძიმდება,
"მიშელის განცხადება, ვიტყოდი, იყო ძალიან დიპლომატიური და ორი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ - არის გზავნილები, რომელიც კეთდება საჯაროდ და არის გზავნილები, რომელიც კეთდება დახურულ კარს მიღმა. დიპლომატიურ ენაზე ზეწოლა ყოველთვის იწყება რბილად და შემდგომ მძიმდება. მე მომეჩვენა, რომ დღეს პრეზიდენტ მიშელის განცხადებიდან იკითხებოდა ის, რომ მას აქვს განცდა, რომ არსებობს სივრცე ვითარების შესაცვლელად. ეს წავიკითხე მის გზავნილში, ვნახოთ რა იქნება. ვფიქრობ, ამიტომ იყო შედარებით თავშეკავებული მისი პირველი განცხადება,"-აცხადებს სამადაშვილი.