16 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
თეა წულუკიანმა ბაგრატის ტაძარი მოინახულა

საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბაგრატის ტაძარი მოინახულა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, 2009-2012 წლებში ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად, შექმნილია ინფრასტრუქტურული პრობლემები, როგორც გადახურვისა და ფასადის მიმართულებით, ისე ტაძრის შიდა სივრცეში.

სამინისტროს ინიციატივით დაინიშნა ექსპერტიზა, რათა დადგინდეს დაზიანებული ქვების გაწმენდის გზა.

მინისტრი იმედოვნებს, რომ სამინისტროს ძალისხმევის შედეგად, წლის ბოლომდე ბაგრატის ტაძარში არსებული პრობლემები ეტაპობრივად აღმოიფხვრება.

დღის ამბები