03 ოქტომბერი 2024,   19:29
ვრცლად
“ენერგოპროს“ განცხადება

სტიქიის  ადგილებში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა, ფაქტობრივად, არ არსებობს და დენის გარეშე მოსახლეობის მინიმალური რაოდენობაა დარჩენილი.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგოპრო“ ავრცელებს, რომლის  თანახმად, მიუხედავათ რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ძლიერი წვიმისა, ბათუმში 65 000 აბონენტიდან დენის გარეშეა დარჩენილი ბარცხანის დასახლების დაახლოებით 1000 აბონენტი. დანარჩენ ქალაქს ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება. აბონენტების მინიმალური რაოდენობაა გათიშული ხელვაჩაურსა და ქობულეთში.

კომპანიის ინფორმაციით, ოზურგეთის რაიონში დენი არ აქვთ მხოლოდ იმ სოფლებში, სადაც სტიქია განსაკუთრებით მძვინვარებს.

სოფელ შემოქმედისა და მიმდებარე 4 სოფლის 2000-მდე აბონენტია ამ დროისათვის ელექტროენერგიის გარეშე. კომპანიის ტექნიკური სამსახური აქაც მუშაობს და შეძლებისდაგვარად დროულად აღდგება დენის მიწოდება. 

დღის ამბები