16 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
"ქართული ოცნება" 18%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 6%, დანარჩენი პარტიები 6% - პოლიტიკური პარტიების რეიტინგი NDI-ს კვლევის მიხედვით

როგორია პარტიების რეიტინგი - NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. მოსახლეობის მხოლოდ 30%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია.

NDI-ს გამოკითხულთა 51% ამბობს, რომ არცერთი პარტია არ დგას მასთან ახლოს. "ქართული ოცნება"-18 %, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"- 6 %, დანარჩენი პარტიები 6%.

NDI-ს განმარტებით, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად
დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. ამ გამოკითხვისა და
არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი
გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევაზე იქნება დამოკიდებული.

საზოგადოების განწყობა საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI-მ სატელეფონო გამოკითხვით შეისწავლა.

საველე სამუშაოები 13-25 ივლისს ჩატარდა, გამოიკითხა 2 016 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი +- 1.3%

დღის ამბები