26 აპრილი 2024,   13:56
ვრცლად
ავღანელი პოპვარსკვლავი ქვეყნიდან სატვირთო თვითმფრინავით გაიქცა

მომღერალმა არიანა საიდმა , რომელსაც მედია ავღანეთის მთავარ პოპვარსკვლავად მოიხსენიებს, ქვეყნის დატოვება ამერიკული სატვირთო თვითმფრინავით შეძლო. ამის შესახებ, მუსიკალური ტოქ-შოუს "ხმა" ავღანური ვერსიის ჟიურის ერთ-ერთი წევრი საკუთარ Instagram-ზე წერს.

"ყველაფერი რიგზეა. რამდენიმე დაუვიწყარი ღამის შემდეგ მე, როგორც იქნა, მივაღწია დოჰამდე (ყატარი) და ველოდები ჩემს რეისს სახლში, სტამბოლში," - აღნიშნავს 36 წლის მომღერალი.

არიანა ავღანეთის ჯარს ღიად უჭერდა მხარს და ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებებითაც გამოირჩეოდა.

არიანასთან ერთად სტამბოლში მისი ქმარი და პროდიუსერი - ჰასიბ საიდიც გაემგზავრა.

შეგახსენებთ, ქაბული "თალიბანმა" 15 აგვისტოს აიღო და ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების შესახებ გამოაცხადა. "თალიბანის" წარმომადგენლებმა ქაბულში არსებული სახელმწიფო ტელევიზია აიღეს და საკუთარ მიმართვაში მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდეს.

ქაბულში ათასობით ადამიანმა, ქვეყნის დატოვების მიზნით, თავი აეროპორტს შეაფარა. რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა - ჭყლეტვის შედეგად და ასევე ამერიკულ თვითმფრინავზე დაკიდების შემდგომ ვარდნის შედეგად.

დღის ამბები