16 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
საიამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში მოამზადა

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში მოამზადა.

საიამ ანგარიშში რამდენიმე პრობლემური შემთხვევა აღრიცხა, საიდანაც ერთი ნაწილი მმართველი პარტიის მიერ საჯარო რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენებას, ხოლო მეორე - ოპოზიციური აზრისთვის საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას ეხება.

"19 აპრილის შეთანხმების შემდგომ, ქვეყანამ და პარტიებმა აიღეს ვალდებულება, რომ უფრო მეტად კონსენსუსზე დაფუძნებით მოხდებოდა ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა, არა 2/3-ით მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, ანუ მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით, არამედ უბრალო უმრავლესობით, რაც არ არის კარგი ფაქტი.

არჩევნების წინა პერიოდში სასესხო ვალდებულებების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, იმდენად, რამდენადაც, კანონის გვერდის ავლით წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების წინა დღეს მოხდა ამ პროგრამის დამტკიცება,"-აცხადებს  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

დღის ამბები