16 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
ცესკო-ში 30-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 30-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერა. ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან არჩევნები ჩატარდეს ყველა იმ წესის დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია. მისივე განმარტებით, ეთიკის კოდექსის მთავარი პრინციპია გამჭირვალობა, დეზინფორმაციის ნაკლებობა და მიუკერძოებლობა.

"ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს გარკვეულ შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვას იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მართლაც ერთმანეთს შევეჯიბროთ იმაში, რომ ვიყოთ მიუკერძოებლები, თავისუფალი და უზრუნველვყოთ ისეთი საარჩევნო გარემო, რომელშიც ამომრჩეველს ექნება მიიღოს ყველაზე მთავარი ის მთავარი სერვისი, რასაც ჰქვია 2 ოქტომბერს თავისუფალ და სამართლიან გარემოში თავისი ნების გამოხატვის შესაძლებლობა," - აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.

დღის ამბები