პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა იმუნიზაციაზე გადის.
"გამოწვევა ძალიან ბევრია, კოვიდპანდემია მძვინვარებს ჯერ კიდევ ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გამოწვევა, არამედ მთელი მსოფლიოს გამოწვევაა. ამის მიუხედავად, ჩვენმა ქვეყანამ და მთავრობამ მოახერხა ის, რომ ამ სიტუაციაში, რაც არის გამოსავალი სწორედ ვაქცინების სახით, ვაქცინები საკმარისზე მეტი შემოვიტანეთ ამ ეტაპისთვის. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოგიწოდოთ აქტიურად ვაქცინაციის პროცესში ჩართვისაკენ. ეს არის რეალური გამოსავალი იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი მშობლები, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები და ა.შ.“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.