06 მაისი 2024,   10:43
ვრცლად
ანა დოლიძემ ცესკოში პარტიული და თბილისის ათივე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია წარადგინა

პარტიის "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული და თბილისის ათივე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია წარადგინა.

ანა დოლიძის განცხადებით, მის გვერდით არის ხალხი, რომელიც მზად არის იბრძოლოს ხალხის ინტერესებისთვის საკრებულოში.

"დღეს ჩვენ წარვადგენთ პარტია "ხალხისთვის" პარტიულ სიას, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებს თბილისში. ჩვენ ათივე უბანში გვეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატები, ჩემთან ერთად არის ხალხი, რომელიც მზად არის იბრძოლოს ხალხის ინტერესებისთვის საკრებულოში. ათივე მაჟორიტარობის კანდიდატი არის გამოცდილი, მებრძოლი, პროფესიონალი," - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები