16 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
არანაირი საფრთხე არ ემუქრება ჩვენს ევროატლანტიკურ გზას - კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. 

"სკეპტიკური განცხადება მოვისმინეთ ხელშეკრულებიდან ჩვენს გასვლასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ მე მასთან პირადი საუბარი მქონდა და ის ძალიან უკმაყოფილო იყო, თუნდაც იმით, რომ საერთოდ არ მოახდინა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამის ხელმოწერა, ამიტომ, ჯობს მთელ სურათში შევხედოთ ამ კონტექსტს. არანაირი საფრთხე არ ემუქრება ჩვენს ევროატლანტიკურ გზას, აუცილებლად გავაგრძელებთ რეფორმებს, აუცილებლად მივაღწევთ იმ სასურველ შედეგს, რასაც ელოდება ჩვენგან ყველა,"-განაცხადა კახა კუჭავამ. 

დღის ამბები