ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრები ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ალბერტ იონსონს და სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი 2021 წლის არჩევნებს შეეხო. მმართველი გუნდის მხრიდან აღინიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო გარემო.