პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პარტიის "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას
კითხვის ნიშნები კიდევ არსებობს?..
კახი პირველივე ტურში იგებს!!!" - წერს მამუკა მდინარაძე.
პარტიის "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ თბილისის მერობის კანდიდატურაზე საკუთარი თავი ცოტა ხნის წინ წარადგინა.