16 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს 

"ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის - 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს.

გადაწყვეტილების შესახებ პარტიის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საგანაგებო მიმართვისას, ცოტა ხნის წინ, განაცხადა. 

"მიუხედავად 19 აპრილის შეთანხმებაში ჩადებული ჩვენთვის მიუღებელი დებულებებისა, რის გამოც აქამდე ხელი არ მოგვიწერია ამ შეთანხმებისთვის, არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ მივიჩნევთ, რომ შექმნილ ვითარებაში ვალდებულები ვართ დავდგეთ საკუთარ მოსაზრებებზე მაღლა და ხელი მოვაწეროთ 19 აპრილის შეთანხმებას. ვაცხადებთ მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, ხელს ვაწერთ შეთანხმებას, რომ არ ახდეს "ქართული ოცნების" ოცნება. "ეს ღირებულებითი, ცივილიზაციური ბრძოლა იქნება და არა ადგილობრივი არჩევნები," - განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები