"ლელოს" მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, ცესკოში პარტიული სია შეიტანა.
"ლელოს" წევრები მიიჩნევენ, რომ წლევანდელი თვითმმართველობის არჩევნები გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
ანა ბიბილაშვილის თქმით, "ლელოს" ამომრჩევლების იმედი ნამდვილად აქვს.
"ჩვენ უკვე აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაში შევდივართ და ამ პროცესში ძალიან დიდ წვლილს შევიტანთ იმაში, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ რაც შეიძლება ნაკლები ხმა მიიღოს და პოლიტიკური რეალობა შეიცვალოს,"- აცხადებს თბილისის მერობის კანდიდატი პარტიიდან ”ლელო საქართველოსთვის” ანა ბიბილაშვილი.