16 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
ოპოზიციამ დეპოლარიზაციისკენ მიმართული მიშელის დოკუმენტი დამატებითი პოლარიზაციის და რადიკალიზაციის ინსტრუმენტად აქცია - შალვა პაპუაშვილი​

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში, "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციურმა პარტიამ თითქმის 5 თვის შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დოკუმენტი პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ინსტრუმენტად აქცია.

"ერთადერთი, რისი ნიშანიც და დასტურიცაა "ნაციონალური მოძრაობის" ხელმოწერა, არის ის, რომ ოპოზიციამ დეპოლარიზაციისკენ მიმართული მიშელის დოკუმენტი დამატებითი პოლარიზაციის და რადიკალიზაციის ინსტრუმენტად აქცია და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მისი ანულირება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო,"- წერს შალვა პაპუაშვილი. 

"შარლ მიშელის შეთანხმებიდან" თითქმის 5 თვის შემდეგ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ნიკა მელიამ და პარტიის წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ცოტა ხნის წინ დატოვეს. მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიიჩნევენ, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სახელმწიფო რისკების შეფასების შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება - თუმცა "ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ მათთვის დოკუმენტში კვლავ მიუღებელია გარკვეული დებულებები.

დღის ამბები