16 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
ბაიდენი-ზელენსკის პირველი შეხვედრა შედგა - ვაშინგტონი ოფიციალურ კიევს 60 მილიონი დილარით დაეხმარება 

თეთრ სახლში ბაიდენი-ზელენსკის პირველი შეხვედრა შედგა. მოლაპარაკება პროტოკოლით გათვალისწინებულ დროზე მეტ ხანს გაგრძელდა. აუდიენციის დასრულების შემდეგ ვაშინგტონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოფიციალურ კიევს 60 მილიონი დოლარით დაეხმარება და განაგრძობს ქვეყნის ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას. დაანონსდა ბაიდენის ვიზიტი კიევშიც.

შეხვედრის შედეგები ასეთია : უკრაინა უსაფრთხოების სფეროში 60 მილიონ დოლარს მიიღებს, ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინებთან" ერთად. ასევე თავდასაცავად საჭირო სხვა ლეტალურ თუ არალეტალურ საშუალებებს - ეს ყველაფერი რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად და ნატოსთან დასაახლოებლად. თუმცა რა ფორმებითაა მზად აშშ აღმოსავლელ პარტნიორს ჩრდილოატლანტიკურ გზაზე დაუჭიროს მხარი - ეს დახურულ კარს მიღმა დარჩა. ისევე როგორც ის შენიშვნები, რომელიც ვაშინგტონს კიევთან კორუფციისა და ოლიგარქიის მიმართულებით აუცილებლად ექნებოდა. 

საერთო პრესკონფერენცია არ ყოფილა, ბაიდენი შეხვედრას ტვიტერით გამოეხმაურა და მთავარი გზავნილები იქ გაახმოვანა.

ისტორიას უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების 28 შეხვედრა ახსოვს, ზელენსკი კი ტრამპის შემდეგ ბაიდენს გუშინ პირველად შეხვდა, მანამდე მათი პირადი ურთიერთობა მხოლოდ 2 სატელეფონო ზარით შემოიფარგლებოდა.

 

დღის ამბები