"ქართული ოცნების" დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს და ადგილობრივებს შეხვდა. გივი ჩხარტიშვილმა შეხვედრა დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე გამართა.
ღონისძიებას "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეც ესწრებოდა. შეხვედრაზე კანდიდატმა ახალგაზრდებს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.