16 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
ევროკავშირის სესხზე უარი აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე - ჯიმ რიში

სენატორი ჯიმ რიში და კონგრესმენები ადამ კიზინგერი და ჯერი კონოლი, საქართველოს მთავრობის უარს ევროკავშირის სესხზე და "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ეხმაურებიან.

მისი განცხადებით, ევროკავშირის სესხზე უარი აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე.

"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და ევროკავშირის მიერ დადგენილ პირობებზე, აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე, რაც აუცილებელია თითოეული მოქალაქის დასაცავად," - აცხადებს ჯიმ რიში.

 "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ჯიმ რიშის თქმით, კარგია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ ეს ჟესტი მცირე და დაგვიანებულია.

"კარგია, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ ეს ჟესტი ძალიან მცირე და დაგვიანებულია. თვეების განმავლობაში ხელმოწერაზე უარის თქმით "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეარყია შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა შეთანხმება," - ამბობს ჯიმ რიში.

მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას მიესალმებიან კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებიც და მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მხარი დაუჭირონ წინსვლის საერთო გზას.

დღის ამბები