სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპანტების მიერ ხურვალეთთან ახალი ბანერის აღმართვას ეხმაურება.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მავთულხლართს მიღმა უკანონოდ აღმართეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ უკვე გაააქტიურეს ცხელი ხაზი და მომხდარი შეატყობინეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.